воскресенье, 27 октября 2013 г.

დღე 4
 დღეს კიდევ ერთხელ ვიმსჯელეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე.
განვიხილეთ ასევე შეფასების საკითხი და ყველაფერს ერთად პრეზენტაციის სახით მოვუყარეთ თავი. ეს პრეზენტაციაც ამის დასტურია.

დღე 4


суббота, 26 октября 2013 г.

დღე 3
დღეს ყველაზე მთავარი დავიწყეთ–პროექტის გეგმა, დამთავრებას ჯერ კიდევ ბევრი უკლია, მაგრამ სანახევროდ მაინც მზადაა. თურმე რამდენი რამ ყოფილა საჭირო. ჩვენ სხვაგვარად ვწერდით და როცა მონიტორინგი ქულას არ "გვაღირსებდა" გვიკვირდა . ამის შემდეგ იმედია წამოვა ქულების წვიმა.:))
P.S
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები ერთ–ერთი აუცილებელი პირობაა პროექტის წერისთვის. გადაღლილი ტვინით რაც მოვიფიქრე იმას შემოგთავაზებთ. მეგობრებო, თქვენგან ველი კომენტარებს (ოღონდ ძალიან კრიტიკულები ნუ იქნებით:))
და რჩევებს. (პროექტი– სპექტაკლი– კონკია)
ზოგადი კითხვა:  გიყვართ თეატრი?
თემატური კითხვა:  გიოცნებიათ მსახიობობაზე?
შინაარსობრივი კითხვა: რა როლს ითამაშებდით ზღაპარში–კონკია და რატომ?

воскресенье, 20 октября 2013 г.

დღე 2
მოლოდინმა გაამართლა, დღეს კიდევ უფრო საინტერესო გახდა მუშაობა, აქტიურად ჩავერთეთ პუბლიკაციების შექმნის პროცესში. მგონი რაღაც გამოვიდა.

суббота, 19 октября 2013 г.

ტრენინგზე

    19 ოქტომბერი 2013 წელი

დღე 1
ტრენინგი ძალიან საინტერესოა. ველოდები შემდგომ განვითარებას:))